01 მაისი 2024,   03:12
ვრცლად
"ჩვენ არ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში" - მამუკა მდინარაძე გენერალურ აუდიტორზე თავდასხმაზე საუბრობს

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას და ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი და აუცილებლობა გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება.

„მიზანშეწონილობაზე კომისიის შექმნის ვიმსჯელებთ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას გამოძიების მასალები, გამოძიების მიმდინარეობა მოგვცემს ამის ფიქრის საფუძველს. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, წინასწარ დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არ ვიცით რა მოხდა სინამდვილეში, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს 12 მაისს დაესხნენ. ლაშა თორდია თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.

დღის ამბები