26 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
პარლამენტმა "თამბაქოს შესახებ კანონი" მიიღო

პარლამენტმა თამბაქოს შესახებ კანონი მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 85-მა პარლამენტარმა ერთის წინააღმდეგ დაუჭირა.

თამბაქოს შესახებ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცდა და დაგეგმილი ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება.

2018 წლიდან თამბაქოს მოწევა განსაზღვრულ ადგილებში იქნება ნებადართული. ამას გარდა, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება. კანონის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გარე ხილვადობაც აიკრძალება. კანონის ამოქმედებისთანავე სავაჭრო ობიექტებს თამბაქოს ნაწარმის გარე ვიტრაჟებზე დადება აეკრძალებათ.

კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტარი გუგული მაღრაძე იყო, რომელიც ფილმებში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებას მკაცრად აკრიტიკებდა.  

დღის ამბები