11 დეკემბერი 2019,   09:03
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობრის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის, ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით, თორნიკე კაჭარავა წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მოსამართლის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას, დაკითხვის ოქმში არ დაუფიქსირებია სამართალდამცავების მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა და მუქარაზე არანაირი შენიშვნა, რაზეც თორნიკე კაჭარავამ სასამართლო სხდომაზე დღეს ისაუბრა.

ელენე გოგუაძემ განაცხადა, რომ თორნიკე კაჭარავას მიმართ მძიმე მუხლით არის ბრალდება წარდგენილი და გამოძიების მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის საფრთხის არსებობის გამო, სასამართლო მას წინასწარ პატიმრობაში ტოვებს.

მოსამართლე კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს ხელახლა 26 ივნისს განიხილავს. 

გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

დღის ამბები