03 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - საკოორდინაციო საბჭო დღეს ერთობლივ წერილს შეიმუშავებს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო დღეს ერთობლივ წერილს შეიმუშავებს. საუბარია იმ შენიშვნებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ცვლილებებთან დაკავშირებით აქვთ.

17 პოლიტიკური პარტია მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ პროექტს აპროტესტებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს და საარჩევნო სისტემის მოდელს.

წერილი ვენეციის კომისიას, სავარაუდოდ, დღესვე გადაეგზავნება.  

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, რათა ხელისუფლებას არ მისცენ არსებული მოდელის დამტკიცების შესაძლებლობა.

დღის ამბები