04 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების ახალ ეტაპში ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების ახალ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, განხილვების მორიგ ეტაპში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგს გადახედვის შემდეგ გადაწყდება, როდის შეუერთდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებს. 

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ზესტაფონიდან დაიწყო. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებთან გასაუბრება რამდენიმე ქალაქსა და რეგიონშია დაგეგმილი.

საყოველთაო განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.

დღის ამბები