03 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ვფიქრობ, კითხვები მაინც დარჩება - დედა სიდონია ე.წ. ციანიდის საქმეზე

ე.წ. ციანიდის საქმის არსებით განხილვას დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან. მათი განცხადებით, ისინი სხდომის საჯაროობის მომხრეები არიან.

„თვითონ ბრალდებულის მოთხოვნა, როგორიც არის ისეთი უნდა იყოს, მე მგონი უნდა იყოს საჯარო იმიტომ, რომ მას დასამალი არაფერი აქვს. რაც უსიამოვნო იყო ყველაფერი გასაჯაროებულია უკვე. რაკი თვითონ ითხოვს, ანგარიში უნდა გაუწიონ მას. მე ვფიქრობ, კითხვები მაინც დარჩება," - განაცხადა დედა სიდონიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასასწრებად მივიდა საპატრიარქოს იურისტიც. ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ სხდომის საჯაროობის საკითხი არგუმენტების წარდგენის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„არის გარკვეული საკითხები, რომელთა გასაჯაროება რა თქმა უნდა, შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს. კარგი იქნება, რომ ეს არგუმენტები ბოლომდე მოვისმინოთ და შემდეგ შევაფასოთ,“-აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა იწყება. მამა გიორგი მამალაძეს გამოძიება ანგარების საფუძველზე მკვლელობის მომზადების მცდელობას ედავება.

დღის ამბები