26 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
იქნება პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილი - გიორგი ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესზე

“მთავარია, რომ პროცესი წავიდეს გამჭვირვალედ,“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს.

“მთავარია, რომ პროცესი წავიდეს გამჭვირვალედ. კითხვები იქნება, რასაკვირველია, პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილებიც იქნება, მაგრამ კანდიდატები ბევრია, მათ შორის საუკეთესოს შერჩევაც უნდა მოხდეს აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის, თქმით, მეორედ სიის უკან დაბრუნება იქნება უბრალოდ კატასტროფა.

“მეორედ სიის უკან დაბრუნება იქნება, უბრალოდ, კატასტროფა ქვეყნისთვის და ამიტომ ჩვენ, ევროპული საქართველო მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უკიდურესი სიფრთხილით მოეპყრონ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს,“ - აღნიშნა კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის, თქმით, "ძალიან დამაზიანებელი იქნება, თუ ხელისუფლება ვერ ისწავლოს ჭკუა პირველი შეცდომიდან". სამადაშვილის ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი ამჯერად მაინც უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. 

დღის ამბები