04 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს სიღნაღსა და ხულოში იგეგმება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების მეორე ეტაპი გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს სიღნაღსა და ხულოში იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეკრებილებს საკონსტიტუციო პროექტს გააცნობენ.

აქცენტი სადაო თემებზე გაკეთდება, მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა.

„კარები ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოვიდეს, დასვას კითხვები. მე დავინახე იქ ადამიანები, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ, მაგრამ კითხვები, რომელიც ისმება და მოსაზრებები, რომელიც გამოითქმის, ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დიდი მხარდამჭერები იკრიბებიან. საკმაოდ საინტერესო დისკუსიები მიმდინარეობს და საკმაოდ გახსნილი ფორმატია,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები