02 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
წვიმების გამო განსაკუთრებული მაღალი დონის რისკი ამ დროისთვის არ არსებობს - გიგლა აგულაშვილი

საქართველოში წვიმების გამო, განსაკუთრებული მაღალი დონის რისკი ამ დროისთვის არ არსებობს- ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვის მინისტრმა  გააკეთა.

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ნალექიანი ამინდები კიდევ გაგრძელდება. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება მაღალი საფრთხის დონე, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს წინასწარ ეცნობება.

„რაიმე განსაკუთრებული მაღალი დონის რისკი ამ წუთში არ შემიძლია ვიპროგნოზირო, რადგან მოკლევადიანი პროგნოზებით არის მოსალოდნელი წვიმები, მაგრამ მაღალი საფრთხის დონე თუ იქნება, ამის თაობაზე ჩვენ შესაბამის უწყებებს წინასწარ ინფორმაციას მივცემთ,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

დღის ამბები