26 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. 

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.

 

დღის ამბები