03 მაისი 2024,   18:35
ვრცლად
ლაშა თორდია აშშ-ის ელჩს შეხვდა

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია მასზე თავდასხმის შემდეგ საქართველოში შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

ამერიკელი დიპლომატი თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებით დაინტერესდა. რუსთავი 2 ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია, დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ შეხვედრა გაიმართა.

ლაშა თორდია აშშ-ის ელჩთან შესახვედრად საელჩოში პარასკევს იყო მისული.

ამავე თემაზე
დღის ამბები