26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
„სარეფერენდუმო კომისიამ მიიღო მოღალატეობრივი გადაწვეტილება," - კახა ძაგანია

მემარცხენე ალიანსის მოთხოვნა ცესკო-მ არ დააკმაყოფილა. საუბარია განცხადებაზე, სადაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, სადაც მოქალაქემ საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს, სურს თუ არა მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისდეს.

„სარეფერენდუმო კომისიამ მიიღო მოღალატეობრივი გადაწვეტილება დახურულ კარს მიღმა და უარი განაცხადა სარეფერენდუმო საკითხზე - დღეიდან საქართველოში დაშვებული იქნება უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა. დღეს სარეფერენდუმო კომისიამ გაყიდა სამშობლო,“ - განაცხადა პარტია მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ.

განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში.

„ცესკო-მ მიიჩნია, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საკითხი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ეწინააღმდეგება კანონს, რეფერენდუმის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობას. შესაბამისად, სწორედ ამიტომ არ  მოხდა მათ მიერ შემოთავაზებული საკითხის რეგისტრაციაში გატარება,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები