26 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
ხელისუფლება დაემსგავსა ისეთ ადამიანს, თოხი პირს რომ ფეხს დაადგამ და ტარი რომ სახეში მოგხვდება - ექსპერტი, თენგიზ შერგელაშვილი

„ოცნების თითოეული დეპუტატი ეუბნება მოსახლეობას, რომ ჩვენ გვრჩება სახელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სახელწოდებაში კი არ ჩაეწერება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,“ - ეს განცხადება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან ექსპერტ თენგიზ შერგელაშვილს სახელის შესახებ ჩანაწერის თაობაზე განმარტების გაკეთება სთხოვა.

„ჩვენი ხელისუფლება დაემსგავსა ისეთ ადამიანს, თოხის პირს რომ ფეხს დაადგამ და ტარი რომ სახეში მოგხვდება იმიტომ, რომ რეფორმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმის სახე და რომლითაც ჩვენ დავძლიეთ მანკიერი ქმედებები, რომლებიც გასული ხელისუფლების დროს ხდებოდა და იმის ნაცვლად, რომ დღეს ხელისუფლება ამაყობდეს ამ რეფორმით, მას აუქმებს,“ - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

ამ საკითხზე არჩევანის სტუდიაში, სხვადასხვა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იკამათეს.

დღის ამბები