04 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
ნატა ნაზღაიძის საქმე - ოპოზიცია გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას ნატა ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაიწყების შესახებ ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ ნატა ნაზღაიძის საქმე არის „ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს.“

„დარწმუნებული ვარ, ერთადერთი გამოსავალი დღეს დარჩენილია, საზოგადოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,“ - აღნიშნა მელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას პროკურატურის მხრიდან სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან მისი თქმით, არცერთი სხვა მსგავს საქმეზე, რომელიც არ აწყობს ხელისუფლება, პროკურატურას გამოძიება ობიექტურად არ ჩაუტარებია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც ზრუნავს საქართველოს დემოკრატიაზე, ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რომ პასუხი ვაგებინოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენს მომავალს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

განცხადება ნატა ნაზღაიძის საქმეზე გამოძიება დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.  მან განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან.

„ბუნებრივია, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამოკვლეული, თუ სადმე არის დარღვევა, ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. ამას სჭირდება შესაფერის დრო, შესაბამისი უწყებების გამოკვლევა და აქედან გამომდინარე, შემდგომი გაგრძელებაც მსგავსივე ექნება,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე ახალგაზრადა იურისტთა ასოციაცია გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღის ამბები