04 მაისი 2024,   04:29
ვრცლად
კახა კალაძე ხანდოს ხეობაში მოსახლეობას ხვდება - ადგილობრივები ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ხანდოს ხეობაში ჩავიდა. კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას ამ წუთებში ხვდება და მათთან ერთად იმ ადგილებს ათვალიერებს, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროსადენების დამონტაჟებაა დაგეგმილი.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული და ისინი ჟურნალისტებს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების სავარაუდო მარშრუტის ადგილებთან არ უშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ფასანაურის ადგილობრივები ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის შეცვლას მოითხოვენ, რათა ელექტროსადენებმა მოსახლეობასა და გარემოს ზიანი არ მიაყენოს. 

კახა კალაძეს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები