26 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
სიცილიაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს

სიცილიაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც ჯგუფის 4 ახალი ლიდერი პირველად მონაწილეობს. მათ შორის დონალდ ტრამპიც. შეხვედრა ქალაქ ტაორმინაში იმართება. დღის წესრიგში დგას ტერორიზმთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი.

ეს თემა ბრიუსელში ნატოს სამიტზეც განიხილეს, თუმცა დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს - ამის შესახებ შეერთებული შტატების ლიდერის მრჩეველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი რუსეთთან დაკავშირებით საპასუხო ზომების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

დღის ამბები