26 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღის დასკვნითი ღონისძიება რაბათის ციხეში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აქ ვეფხისტყაოსნის მთავარი სცენები და პერსონაჟები თეატრალიზებული წარმოდგენის მეშვეობით გააცოცხლეს.

დამოუკიდებლობის დღეს დილიდან აღნიშნავდნენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში. ქუთაისის ცენტრალური მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოფინეს. ქუთაისის ცენტრში დღეს ელექტრონული მუსიკაც ისმოდა, დღის ბოლოს კი გალა-კონცერტი იგეგმება.

სამხედრო ტექნიკა და ქართული საბრძოლო შეიარაღება დღეს საგანგებოდ გამოფინეს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. დამოუკიდებლობის დღე ველომარათონითა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებით აღინიშნა ზუგდიდში.

სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ტექნიკა და შეიარაღება გამოფინეს კახეთშიც. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მერიის წინ თავისუფლების მოედანზე გაიმართა რუსთავში, სადაც 1918-21 წლის მოვლენების ამსახველი ფოტომასალა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები იყო გამოტანილი.

26 მაისთან დაკავშირებით სხვადასხვა შემეცნებითი-გასართობი ღონისძიება გაიმართა ამბროლაურშიც. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები თითქმის ყველა ქალაქში გალა-კონცერტებით დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები