02 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
"ჭეშმარიტად, პოლონელი ხალხი ქართული სახელმწიფოს და ქართველების გვერდით დგას "- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ამ წუთებში ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია იმართება. გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა პოლონეთისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. 

"ჭეშმარიტად, პოლონელი ხალხი ქართული სახელმწიფოს და ქართველების გვერდით დგას ისტორიულად... ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის, განათლების სფეროში, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას,"- განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის ნატოსა და ევროკავშირსკენ მისწრაფებაზეც ისაუბრა. 

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ სიმტკიცეს, რომელიც ქართველ ხალხს და ხელისუფლებას აქვს, როგორც საქართველოში ნატოში ინტეგრაციის ასევე ევროკაშირის მიმართულებით, ერთგულებას იმ მიმართულებით, რაც გვაერთიანებს. ერთგულებას იმ ღირებულებებისადმი, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც შეიარაღებული ძალები, ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც რეგიონი, ასევე გლობალური სიმშვიდე, სტაბილურობა, უზრუნველყოფილი იყოს მსოფლიოში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ლეხ კაჩინსკიც გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ახალ პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით ტრადიციის გაგრძელებისთვის. 

ანდჟეი დუდა მეუღლესთან ერთად საქართველოში ღამით ჩამოფრინდა. პოლონეთის პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ხვალ კი პოლონეთის პირველ პირს ბათუმში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები