26 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

პოლონეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ანდჟეი დუდა გმირთა მემორიალთან პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 

მანამდე კი, ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

განცხადებებისას აქცენტი პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე გაკეთდა. ანდჟეი დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები