ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს გადაუარა. ძირკოკში, ვეჯინსა და ჭანდარში საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული კულტურა დაისეტყვა. სტიქიამ ზიანი მიაყენა ვენახებსა და ხეხილის ბაღებს.
ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა. გურჯაანის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვითარების შესწავლას შესაბამისი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს.