03 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
თავდასხმების სერია ავღანეთში - აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

თავდასხმების სერიას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქებები სამგლოვიარო პროცესიის დროს განხორცილდა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საროი შამოლის რაიონში სენატის სპიკერის შვილის დაკრძალვა მიმდინარეობდა, რომელიც გუშინდელი დემონსტრაციის დაშლის დროს დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, სამგლოვიარო ცერემონიაზე სამი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. არიან თუ არა მათ შორის მაღალჩინოსნები, ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები