03 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
ეს ადამიანი შესაძლებელია, რომ ა პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო ბ პუნქტში - ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

„როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხება, ოპოზიცია, რომელიც თავის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს ამ თემის გამწვავებას და უსაფუძვლო ბრალდებებით შემოდის, მთავარი შეკითხვა და სინანული ჩემთვის არის ეს, რომ ფაქტად არის მიღებული დაშვება, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა თბილისის ცენტრში,“ - ეს განცხადება ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე გააკეთა.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ შესაძლებელია, მუხთარლი თავად წასულიყო აზერბაიჯანში.

„ეს ადამიანი შესაძლებელია, ამაზე არავინ საუბრობს, რომ ა პუნქტიდან წასულიყო და ჩასულიყო ბ პუნქტში. რატომ არ აფიქრდებათ ეს ალტერნატივა, მათი საქმეა,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე „პასპორტის გარეშე?“ - მინისტრმა აღნიშნა, რომ „დიახ, მათ შორის, თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას ასე იზამდა“.  

ამავე თემაზე
დღის ამბები