03 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
თბილისის ბალეტის ფესტივალი

თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დასრულდება. ინიციატივის ავტორი ნინო ანანიაშვილია, რომელიც გეგმავს, ქართული ბალეტის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციად აქციოს.

ბოსტონ ბალეტის ქართველი სოლისტი მშობლიურ თეატრს ახალი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა. ლაშა ხოზაშვილი ვახტანგ ჭაბუკიანის ლაურესნიას პრემიერაზე ნინო ანანიაშვილის რედაქციით, ფესტივალის გახსნის დღეს ქართველ კოლეგებთან ერთად შეასრულებს.

წყვილი სცენაზე და წყვილი ცხოვრებაში - ასეთი სათაურით ვრცელი სტატია ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ ნიუიორკთაიმსმა ვიქტორია ჯაიანსა და თემურ სულუაშვილს მიუძღვნა.

წყვილი, რომელსაც კარგად იცნობენ ამერიკაში, ქართველი ბალეტის მოყვარულები ახალი ფესტივალის დასკვნით გალაკონცერტზე ნახავენ. 

დღის ამბები