03 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
ქართული სამხედრო ასეულის შემცირების მოთხოვნა - თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თავდაცვის უწყებამ გერმანულ მხარეს მიმართა

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში  ამბობს, რომ თავდაცვის უწყებამ ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის შემცირების მოთხოვნით არა ნატო-ს, არამედ გერმანულ მხარეს მიმართა. 

რაც შეეხება იმას, თუ გერმანულ მხარს კონკრეტულად რა მისწერეს, ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს წერილი სამომავლო ქმედებებს შეეხებოდა. 

„უცვლელია ჩვენი ვალდებულებების ხარისხი და ვაგრძელებთ იგივე კონტიგენტით მონაწილეობას  RSM-ის მისიაში. რაც შეეხება გერმანულ მხარესთან მიწერილობას, საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას. გერმანულ მხარესთან მიწერილობას ვგულისხმობ, საუბარი შეეხებოდა, როგორ მოხდეს პოზიციონირება ქართული მხარის RSM-ის მისიასა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შორის. ჩვენ ვსაუბრობდით ალბათობაზე 2019 წლიდან და არა ამ ეტაპზე და არა 2018 წლიდან. 

"კონტრიბუციის შესახებ ჩვენ ვაცხადებთ, რომ აღებული ვალდებულება არის 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ერთგული აღებული ვალდებულებების და იგივე რაოდენობით, აღებული ვალდებულების შესრულების რაოდენობით და იგივე ხარისხით საქართველო განაგრძობს მონაწილეობს RSM-ის მისიაში. რაც შეეხება 2018 წლის გაზაფხულის შემდგომ პერიოდს, ცხადია, რომ აღნიშნული განხილვას უნდა დაექვემდებაროს. უბრალოდ, ცხადია, დავუქვემდებარებთ ჩვენს პოზიციებს, ანუ საქართველოს მთავრობის პოზიციებს, რეალიებს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს ნატოელ პარტნიორებს დაუდგებათ,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ეფექტიანია ნატოსთან, როგორიც ამ ეტაპზეა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები