02 მაისი 2024,   19:36
ვრცლად
პროკურატურაში დაბრუნებული ბადაშვილი - ოპოზიციის კრიტიკა და მმართველი გუნდის პასუხები

სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, გიორგი ბადაშვილი, 2 წლის შემდეგ პროკურატურაში ბრუნდება. ის მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. უწყებაში მის დასაბრუნებლად სპეციალური შტატის დამატება გახდა საჭირო.

ოპოზიცია პროკურატურაში ბადაშვილის დაბრუნებას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, გავლენებს უკავშირებს.  გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პოლიციიდან ოთარ ფარცხალაძის გუნდის წამოსვლას მთავარ აუდიტორ, ლაშა თორდიასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

მმართველი გუნდი ოთარ ფარცხალაძის კავშირს საკადრო ცვლილებებთან მითს უწოდებს და გამორიცხავს.

უწყებებში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო სექტორშიც აქვთ და განმარტებებს ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები