03 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი დაპირისპირება - ამჯერად მეორე მხარე უშიშროების საბჭოს მდივანია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შორის არსებულ დაპირისპირებაში უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილიც ჩაერთო. მისი მწვავე განცხადებების მიზეზი კონსტიტუციის ახალ პროექტში ის სადაო მუხლია, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძემ დავით რაქვიაშვილს კომიტეტის სხდომაზე უფლებამოსილებები შეახსენა მისი პოზიცია გააკრიტიკა.

უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი მიუღებლად მიიჩნევს, ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც საბჭოს გაუქმებასა და მის ნაცვლად თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბებას ეხება. პროექტის მიხედვით, თავდაცვის საბჭო მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიქმნება. დავით რაქვიაშვილი ამტკიცებს, რომ ცვლილებებით პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია მხოლოდ ფიქტიურად რჩება.

საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ ოკუპაციის პირობებში, ქვეყანაში უშიშროების საბჭოს გაუქმება დაუშვებელია.

ასევე არ ეთანხმება თავდაცვის სფეროში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებების გადანაწილებას არასამთავრობო სექტორი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებისას მმართველი გუნდი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები