03 მაისი 2024,   01:21
ვრცლად
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია - კახეთის გუბერნატორი

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია,- ამის შესახებ რუსთავი 2-ს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ დროისთვის საგანგაშო შეტყობინება არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.

ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.  ეპიცენტრი კი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში დაფიქსირდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები