28 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
საქართველოს იმიჯის შელახვა - ფადი ასლი საინვესტიციო გარემოს დანგრევის საფრთხეზე საუბრობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას უცხოელ ინვესტორებზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. ფადი ასლის თქმით, ის იძულებული იყო საქართველოში უკვე ხელმოწერილი მილიარდიანი პროექტი გაეჩერებინა, რადგან უცხოელი ინვესტორების წინაშე ვეღარ იღებს პასუხიმგებლობას, რომ მათ საქართველოში პრობლემები არ შეექმნებათ.

ფადი ასლი უცხოური ბიზნესების მასობრივი დაშინების, შანტაჟისა და რეკეტის ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტულ კომპანიებსაც ასახლებს. ფადი ასლი არ ასახელებს პიროვნებებს თუ ვინ დგას უცხოურ ბიზნესზე თავდასხმების უკან. ამბობს, რომ ეს ადამინები ბიძინა ივანიშვილის სახელით მოქმედებენ და პრემიერმინისტრს კვირიკაშვილს არ ექვემდებარებიან.

დღეს კომენტარი ამ თემაზე არც პრემიერის ადმინისტრაციაში ისურვეს და მედიის კითხვებს არც ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა. ოპოზიცია ხელისუფლებას უცხოურ ბიზნესზე თავდასხმის ფაქტებზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ კონკრეტულ საქმეებზე და ბიზნეს დავებზე, მათ შორის, სავარაუდოდ კორუფციაზე, ინფორმაცია შესაბამის უწყებებსაც მიაწოდა, თუმცა რეაგირება არავის, არც იუსტიციის საბჭოს მოუხდენია.

უცხოური ბიზნესის მიზანმიმართული დაზიანება ფადი ასლის განმარტებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე დაანგრევს.

დღის ამბები