26 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
"ჩავარდნილი, აბსოლუტურად მდარე საკონსტიტუციო პროცესი მივიღეთ" - ფიქრია ჩიხრაძე

ტელედებატები თუ კონსულტაციები ფართო ჩართულობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში?! საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. რა ფორმატით წარიმართება ან გაიმართება თუ არა საკოსნტიტუციო ცვლილებებზე მორიგი მსჯელობა, ჯერ ისევ უცნობია.

პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება გიორგი მარგველაშვილისადმი ტელედებატებში მონაწილეობაზე, მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. მმართველი გუდნისთვის კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივაა მიუღებელი, გაფართოებულ ფორმარტში შეხვედრის გამართვის თაობაზე.

"დიალოგი უნდა მოხდეს საზოგადოებასთან და არა ვთქვათ, ტელევიზიაში ჩამომდგარი ორი თანამდებობის პირი ელაპარაკებოდეს ვინმეს. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან, როდესაც ამხელა საქმეს მოკიდეს ხელი, როდესაც მთელი ეს პროცესი დამთავრდა აბსოლუტურად უკონსენსუსოდ, ნულოვანი კონსენსუსით და როგორც ჩანს, ახლა უნდათ, რომ ხელი სხვისკენ გაიშვირონ. ჩავარდნილი, აბსოლუტურად მდარე საკონსტიტუციო პროცესი მივიღეთ და ახლა კეთილი ინებონ, ამაზე აიღონ პასუხისმგებლობა. ის, რაც პრეზიდენტმა მათ წინადადებაზე შესთავაზა, არის მცდელობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვეძებოთ გზები იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი და არა ასე რაღაც მხოლოდ ვიღაცის ჭირვეულობაზე მოჭრილი და მორგებული დოკუმენტი," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები