26 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
ბრიუსელში ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

ბრიუსელში ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. მინისტრი დევიდ დევისი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს ხელმძღვანელობს, დღეს ორგანიზაციის წარმომადგენელს მიშელ ბარნიეს შეხვდა. მოლაპარაკებების პირველი დღე ორგანიზაციული საკითხების განხილვას დაეთმო. დევისის განცხადებით, ოფიციალურ ლონდონს ევროკავშირთან ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობის დამყარება სურს.

ბარნიეს თქმით კი, მოლაპარაკების კონსტრუქციულ რეჟიმში დაწყებას მთლიანად ბრექსითის პროცესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

დღის ამბები