03 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს

„ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს. შეხვედრაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და უმრავლესობის სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თარიღს განიხილავენ.

შევედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომედაციებს მმართველი გუნდი აუცილებლად გაითვალისწინებს და საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებების შეტანაზეც ისაუბრა.

„სხვადასხვა საკითხზე გვექნება მსჯელობა, მიმდინარე საკითხებზე, რაც დაკავშირებულია, მათ შორის, პირველ რიგში, პარლამენტის მუშაობასთან და, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში, საკონსტიტუციო საკითხები, ამას განვიხილავთ უმრავლესობის წევრებთან ერთად. კონსიტუციის გარშემო კონსენსუსი აუცილებლად შედგება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემა მისთვის მისაღებია და ვარაუდობს, რომ ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომამდე გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კონსენსუსის გარეშე მმართველი გუნდი სესიაზე წარსადგენ კონსტიტუციური კანონის ტექსტს არ გამოაქვეყნებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის დაკომპლექტების წესზეც იმსჯელებენ.

 

დღის ამბები