26 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა "ბავშვთა სამყაროსთან" საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გამართეს "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა. სავაჭრო ცენტრის აქციონერები და მოიჯარეები პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობასა და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ არ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ისინი აქციებს ყველა სახელმწიფო უწყებასთან გამართავენ.

აქციაზე იმყოფებოდა "ბავშვთა სამყაროს" იურისტი ვაჟა მაისურაძეც, რომელმაც საქმის დეტალებზე ისაუბრა.

“ზოგიერთი ცნობილია დაზარალებულად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავად იურიდიული პირი, თავად "ბავშვთა სამყარო", რომლის ქონებაც განადგურდა, აი ის არ არის ცნობილი დაზარალებულად. ეს გარემოება ერთის მხრივ ეჭვს იწვევს გამოძიების ობიექტურობაში და მეორეს მხრივ, გვისპობს საპროცესო შესაძლებლობას, "ბავშვთა სამყარომ" დაიცვას თავისი კანონიერი უფლებები,“ - განაცხადა მაისურაძემ.

დღის ამბები