26 აპრილი 2024,   17:37
ვრცლად
ქურდობა კახეთში - კარდენახში "თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

ქურდობა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში "თიბისი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

აპარატს ერთ-ერთი სუპერმარკეტი ამუშავებდა, თუმცა, მაღაზიის მეპატრონისათვის უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მძარცველებმა ფული მოიპარეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპეტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები