02 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
27 წლის მამაკაცის მკვლელობაში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ პირს, ვინც ორი დღის წინ თბილისის ცენტრში 27 წლის მამაკაცი ჩაცხრილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიების ოფიციალური ვერსია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა თვითმხიველების განცხადებით, მკვლელობას წინ უსწრებდა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი ჩხუბი, რის შემდეგაც 27 წლის მამაკაცმა ტერიტორია დატოვა, თუმცა მას დაედევნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

დღის ამბები