03 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
შეტაკებები ლონდონში - ინციდენტის დროს 6 სამართალდამცველი დაშავდა

შეტაკებები ლონდონში - ინციდენტის დროს 6 სამართალდამცველი დაშავდა. სამართალდამცველებს დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სტრეტფორდის რაიონში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ.

მომიტინგეების მტკიცებით, პოლიციამ შემოწმების მიზნით, 25 წლის მამაკაცი გააჩერა და სასტიკად სცემა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა 6 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს აგურები ესროლეს, პოლიციის განყოფილებასა და ავტობუსის გაჩერებას კი, ცეცხლი წაუკიდეს. დაკავებულია 4 მომიტინგე.

დღის ამბები