26 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
გურჯაანში მანქანა დაიწვა

მანქანა დაიწვა გურჯაანში. ცეცხლი მსუბუქ ავტომანქანას კურორტ "ახტალას" მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელსაც თან მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა. ორივე მათგანმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად, მანქანის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

დღის ამბები