26 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
"ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებული" - არასამთავრობოები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებას აპროტესტებენ

ცესკო-ში კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილებას სამოქალაქო სექტორი ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულს უწოდებს. ამ თემაზე ერთობლივი განცხადება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

არასამთავრობოთა შეფასებით, ცვლილება არასამართლიანია, ის პარტიებს თანაბარ პირობებში არ აყენებს, რაც არჩევნებისას გადაწყვეტილებების მიღებაშიც აისახება.

საქმე ეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას, საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთის ნაცვლად, ოთხი წევრი ეყოლება. სამოქალაქო სექტორი პარლამენტისგან კონსულტაციების დაწყებას და კანონპროექტის შეცვლას ითხოვს.

„ეს ვერსია პრაქტიკულად მმართველი პარტიის დომინირებას შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციაში ყველა დონეზე. ეს არ შეუწყობს ხელს საერთო ჯამში საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის გამყარებას და ეს შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს მომდევნო არჩევნებისთვის,“ - "განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები