04 მაისი 2024,   08:36
ვრცლად
"ევროპული საქართველო" განათლების სფეროში სისტემურ რეფორმას ითხოვს

"ევროპული საქართველო", განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. სერგო რატიანის განცხადებით, ბოლო მაჩვენებელი საატესტატო გამოცდებში, ევროპული განათლების საშუალო სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები, განათლების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და სისტემურ რეფორმას მოითხოვენ.

„ამ რეალობას ერთადერთი რაც შეიძლება ვუწოდოთ, არის საგანგაშო ვითარება. ამის საფუძველი არის მასწავლებელთა მოტივაციისთვის არაფრის არ გაკეთება. ჩვენ გვყავს 15 ათასი მასწავლებელი, რომელიც არის სერთიფიცირებული და აქედან 8 ათასი ვერ იღებს მისთვის კუთვნილ ხელფასს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები