26 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
არანაირი ხეირი არ გვინახავს დეპუტატისგან - ქვემო ქართლის მოსახლეობა დეპუტატების საქმიანობას აფასებს

„ახლა ისე არიან ჩაკეტილები, ვერც გაიგებ, ვინ ვინ არის,“ - ასე აფასებს ქვემო ქართლის მოსახლეობა რეგიონის საქმიანობას.

რუსთავის მოსახლეობის უმეტესობა მაჟორიტარების საქმიანობით უკმყოფილოები არიან. „მარტო ქეიფობენ ეგენი,“ - აცხადებს რუსთავის ერთ-ერთი მცხოვრები.

გარდაბანის მოსახლეობის უმეტესობა სავალან მირზოევის საქმიანობით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ საკუთარი ინიციატივით ბევრი რამ გააკეთა.

ბოლნისის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის პრობლემებს უჩივის, ხოლო მარნეულში მოსახლეობა დასაქმების პრობლემებს უჩივის. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ დაპირებების მიუხედავად, ძალიან ბევრი რამ არ შესრულებულა. 

დმანისელები მაჟორიტარ კახა ოქრიაშვილს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა მოსახლეობისთვის.

დღის ამბები