26 აპრილი 2024,   21:33
ვრცლად
მე ვრჩები მაჟორიტარული სისტემის მომხრე - კახაბერ ოქრიაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე, კახაბერ ოქრიაშვილი, წალკისა და დმანისის მოსახლეობის შეფასებებს ეხმიანება. მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ წალკის მოსახლეობამ პირველად აირჩია და მომავალში ადგილობრივების ყოფა უფრო გაუმჯობესდება.

კახაბერ ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, რადგან, მისი თქმით, მას სწორედ მოსახლეობა ირჩევს. კახაბერ ოქრიაშვილი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის მთავარ განსხვავებებზე საუბრობს.

„მაჟორიტარი დეპუტატი ირჩევა პირდაპირ, ხალხის ხედავს, ვისაც ირჩევს, თვალებში უყურებს და მოსწონს და თუ არ მოსწონს, მაშინ ადგენს, ჩემი გამოცდილებით და პირდაპირ ირჩევა. პროპორციული დეპუტატი არ ირჩევა პირდაპირ. ხალხი არ იცნობს, ძირითადად, პროპორციული დეპუტატების კანდიდატებს, ირჩევს მხოლოდ პარტიის ლიდერის მეშვეობით,“ - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 48% თავის მაჟორიტარს იცნობს და ამ სისტემის მომხრეა იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკოსები დაჟინებით ცდილობენ ამ სისტემის შეცვლას.

„ბოლო 10 წელია, ვისაც არ ეზარება, მაჟორიტარულ სისტემას და მაჟორიტარებს გვაგინებენ,“ - აცხადებს კახაბერ ოქრიაშვილი.

დეპუტატი აცხადებს, რომ დაპირებების შესრულების შემთხვევაში, პირდაპირ არჩეულ მაჟორიტარს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე პროპორციული სისტემით არჩევის შემთხვევაში.

კახაბერ ოქრიაშვილი „არჩევანში“ გასულ გამოკითხვებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პრობლემებთან ერთად ბევრი კარგი რამ ხდება და ამას მოსახლეობაც აღიარებს. დეპუტატი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემა იმის გამო არ უნდა შეიცვალოს, რომ რომელიმე მაჟორიტარი სათანადოდ არ მუშაობს.

„მე ვრჩები მაჟორიტარული სისტემის მომხრე და მე ვთვლი, რომ მაჟორიტარული სისტემა არის საუკეთესო სისტემა დღეს და ის მუშაობს დაახლოებით 130 ქვეყანაში,“ - განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა. 

დღის ამბები