26 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
აზერბაიჯანული პოლიტიკური პარტიის "მუსავატის" თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს შეხვდება

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან საგანგებოდ ჩამოსული ოპოზიციური პარტიის "მუსავატის" თავმჯდომარე დღეს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს შეხვდება.

საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე გამოძიება იქნება. ასევე განიხილება სამომავლოდ რა ღონისძიებებია გასატარებელი ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ გამოძიება ობიექტურად და დროულად წარიმართოს.

არიფ ჰაჯილის განცხადებით ჟურნალისტი კონკრეტულმა, დაინტერესებულმა პირებმა გაიტაცეს და იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საქმის ობიექტური გამოძიებისთვის.

აფგან მუხთარლის დაპატიმრების საკითხი აზერბაიჯანელი და ქართველი პოლიტიკოსების ყველა შეხვედრაზე აქტიურად განიხილება. შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოს ლიბერალურ პარტიებთან მომავალ თანამშრომლობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ. აფგან მუხთარლის გატაცებამ და დაპატიმრებამ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა იქონია. აზერბაიჯანელები ყოველთვის სიხარულით ჩამოდიოდნენ საქართველოში, არა მარტო იმიტომ, რომ აქ ძალიან ლამაზი ბუნებაა. საქართველოში თავისუფალი საზოგადოებაა, აქ ისინი თავისუფლად გრძნობდნენ თავს. აფგან მუხთარლის დაკავების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ეს გატაცება ცალკეული პირების მიერაა განხორციელებული და ვფიქრობ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ საკითხს მოსაგვარებლად. აზერბაიჯანელმა ხალხმა ეს უნდა იცოდეს,”- აზერბაიჯანის პარტია ”მუსავატის” ლიდერმა განაცხადა არიფ ჰაჯილიმ

დღის ამბები