26 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან კონსულტაციებს გამართავს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს საქართველოში 2 საათში ელოდებიან. ბუკიკიოს დღეს პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ექნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არა ერთხელ მიუთითებდა, რომ პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიდის და რომ დოკუმენტი არაა საზოგადოებრივი კონსენსუსის ნაყოფი.

უკვე ხვალ კი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებთან გადამწყვეტი კონსულტაციები იწყება.

შეხვედრაზე მიწვეული არიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა როგორც ქართული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა.  

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საუბარი იქნება პროცესის არადემოკრატიულობაზე.

“ქართულმა ოცნებამ მოატყუა არა მხოლოდ საქართველოს ამომრჩეველი, არამედ ასევე ვენეციის კომისია, რადგან მათ ვენეციის კომისიას გაუგზავნეს სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, ვიდრე ის, რომელიც შემდგომ პარლამენტში წარადგინეს და ახლა უკვე ორი მოსმენით მიიღეს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან „უსამართლო სისტემის“ დატოვებაზე საუბრობს.  

„უსამართლო სისტემის დატოვებით უნდათ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ქვეყანაში,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება საპარლამენტო უმრავლესობაც.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.   

„ოპოზიციის მცდელობას, რომ ყურადღება კონსტიტუციიდან გადაიტანონ პროპორციული არჩევნების სისტემაზე, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სწორედ ეს პოლიტიკური პარტიები იყვნენ, რომლებმაც 2012 წელს ჩააგდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, როდესაც დღეს პროპორციულ სისტემაზე ჩვენ გვიკითხავენ მორალს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები