26 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე მაქსიმალურად შეგვიწყობს ხელს კონსენსუსის მიღწევაში - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრით კმაყოფილია. უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი უკვე ასახულია დოკუმენტში.  

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილი შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტებთან კონსენსუსის მისაღწევად, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე დაეხმარება.

„დღეს შეგვპირდა ბატონი ჯანი, რომ მაქსიმალურად შეგვიწყობს ხელს კონსენსუსის მიღწევაში, ანუ ის დაელაპარაკება ჩვენს ოპონენტებს, რომ კონსენსუსი არის აუცილებელი. ორი ვარიანტია აქ, ან თვითონ დარწმუნდება, რომ კონსენსუსი ამ ადამიანებთან, რომლებიც თავიდანვე სუბიექტური მოსაზრებებით გამოირჩეოდნენ, არის შეუძლებელი, ან მართლაც მიაღწევს, ეს ძალიან კარგი იქნება, დაარწმუნებს ის ჩვენ ოპონენტებს, რომ მხარი დაუჭირონ მესამე მოსმენით იმ პროექტს, რომელიც არის ძალიან პროგრესული,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ მხოლოდ ვენეციის კომისიის ან მმართველი უმრავლესობის მიერ მოწონებულ დოკუმენტს კონსენსუსის გარეშე ლეგიტიმაცია არ ექნება. 

დღის ამბები