04 მაისი 2024,   16:02
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება - არასამთავრობოებმა პარლამენტის დადგენილება გაასაჩივრეს 

სამოქალაქო სექტორი სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით 7 ქალაქს თვითმმართველი მუნიციპალიტეტის სტატუსი ჩამოერთვა. სარჩელი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ შევიდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის დადგენილება ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მოთხოვნებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია და დადგენილება მიღებულია მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე.

„ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ სარჩელით მიგვემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის საქართველოს პარლამენტის დადგენილების მოთხოვნით. კერძოდ, დადგენილება ჩვენი მოსაზრებით, მიღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მოთხოვნების უგულებელყოფით. ფაქტობრივად არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია და დადგენილება მიღებულია მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე,“ - განაცხადა „საია“-ს წარმომადგენელმა გიორგი სტურუამ.  

დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით, მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და 2014 წელს რეფორმის ფარგლებში გაყოფილი მუნიციპალიტეტები ერთიანდება.

პარლამენტმა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ, 2017 წლის 15 ივნისს მიიღო.

დღის ამბები