04 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ურთიერთბრალდებები პარლამენტში - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და ოპოზიციამ სიღარიბის მაჩვენებელზე იკამათეს

ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრების წარდგენა. სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიშის წარდგენამდე, პარლამენტარები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ.

ოპოზიცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებს.

„საარსებო მინიმუმი გაიზარდა, ანუ ცხოვრება გახდა უფრო ძვირი, როცა ფასები უფრო გაიზარდა, თქვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შედეგად და როდესაც სიღარიბე არის კიდევ უფრო გაზრდილი, კონკრეტული პასუხი რა გაქვთ?“ - მიმართა სერგი კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ბოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ცხოვრების დონეზე სასიკეთოდ ვერ აისახება.

„5 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის საშუალოდ 4.5 პროცენტი, რომელიც აბსოლუტურად საქართველოს დღევანდელ ვითარებაში ვერც ცხოვრების დონესა და ვერც სიღარიბის შემცირებაზე გავლენას ვერ ახდენს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძე ოპონენტებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ სიღარიბის დაძლევის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლის.

„განხორციელებულ რეფორმებს თუ შევაფასებთ, იგივე სიღარიბის მაჩვენებელთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ დაახლოებით 28 პროცენტიდან არის ჩამოსული 231 პროცენტამდე,“ - განცხადა გიორგი კაკაურიძემ.  

დღის ამბები