04 მაისი 2024,   14:25
ვრცლად
პეკინზე წყლის მილის დაზიანების გამო დილიდან ასობით აბონენტი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

დატბორილი ფართები და დაზიანებული პროდუქცია - 3 მაღაზიის დატბორვით დაიწყო დღეს მორიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები პეკინის გამზირზე. წყლის მილის დაზიანების გამო დილიდან ასობით აბონენტი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

სანიაღვრე მილებზე სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი ფირმა „ბლექ სი გრუპი“ ატარებდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ზარალი მეპატრონეებს სრულად აუნაზღაურდებათ. შემთხვევის ადგილზე დღეს ვიცე მერი იმყოფებოდა.

დაზიანების შედეგად ამ დრომდე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას. ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლის განცხადებით წყალმომარაგება გვიან ღამით უნდა აღდგეს.

შეგახსენებთ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეკინის გამზირზე 16 ივნისს დაიწყო. მისი დასრულება 3 თვეში იგეგმება.

ავტორები: თამარ სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები