04 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ბათუმის არეულობაში მონაწილე პირების ახლობლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოთხოვნით აქციას მართავენ

11-12 მარტს ბათუმში არეულობაში მონაწილე პირების სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ დაკავებულების ახლობლებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გართეს.

მთავრობის სახლთან შეკრებილებმა გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს. ბრალდებულების ოჯახის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი განცხადებით, მათი ახლობლების მიმართ შერჩევით სამართალი ხორციელდება. მშობლების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ორ პირს გაუფორმეს.

დღის ამბები