04 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
რუსეთი ევროსაბჭოს საწევროს აღარ გადაუხდის

რუსეთი ევროსაბჭოს საწევროს აღარ გადაუხდის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეფონით აცნობა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს.

მოსკოვი 11 მილიონ ევროს გადახდას არ განაახლებს, სანამ საპარლამენტო ასამბლეაში რუსულ დელეგაციას უფლებამოსილებას უპირობოდ არ აღუდგენენ. სანქცია რუსეთის დელეგაციას 2014 წლის მარტში, უკრაინაში განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის მიერთების გამო დაუწესეს.

რუს დეპუტატებს ასამბლეაში ხმის უფლება დღემდე ჩამორთმეული აქვთ. რუსეთი ერთ-ერთია ევროსაბჭოს 5 წევრს შორის, რომლებსაც ორგანიზაციის ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შეაქვთ.

დღის ამბები