04 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
ახალი რეგულაციები ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის - მძღოლები ინფორმირებულები არ ყოფილან

უკვე ერთი თვეა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი რეგულაციები მოქმედებს, თუმცა სანქციების შესახებ მძღოლები ინფორმირებულები არ ყოფილან. მათ პროტესტზე პასუხი ასეთია - მთავრობა ავტომობილების მეპატრონეებს საკანონმდებლო მაცნეს წაკითხვას ურჩევს. მძღოლები კი იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ, ტესტირების ცენტრებთან ცოცხალ რიგში დგანან და ღამეებს ათევენ, რადგან ასეთი ცენტრი საქართველოში სულ ორია.

მძღოლები ტესტირების კომპანიის თანაშრომლებს დღეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სპეციალისტები ბევრ მანქანას ერთდროულად ვერ ამოწმებენ. მძღოლების მსგავსად დაზუსტებით არც შემოწმების ცენტრში იციან რომელი ავტომობილებისთვის ხდება სავალდებულო ტექდათვალიერება.

კითხვებზე პასუხს მთავრობის 80-ე დადგენილებაში ვკითხულობთ: ჯარიმა და შესაბამისად ქულების ჩამოკლება მხოლოდ იმ ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტია და ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ. შესაბამისად ახლა ყველაზე მეტად 1997 წლამდე გამოშვებული მანქანების მძღოლებმა უნდა იჩქარონ. პირველი იანვრიდან იგივე რეგულაცია უკვე 2007 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

საქართველოში სულ დაახლოებით მილიონ ასი ათასი ავტომობილია რეგისტრირებული საიდანაც ბუნებრივ აირზე 300 ათასი მუშაობს, მათი 40 პროცენტი ანუ თითქმის ას ოცი ათასი 20 წელზე მეტი ხნის არის

დღის ამბები