04 მაისი 2024,   19:12
ვრცლად
"ხვალ შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება მერობის კანდიდატი"- ირაკლი კობახიძე

„ამ ყველაფრის დადასტურება მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შეუძლია, რომლის სხდომაც ხვალ გაიმართება,“- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კითხვას იქნება თუ არა კახი კალაძე „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი.

„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენა ხვალ იგეგმება, თუმცა პარტიის ლიდერები დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.

„ხვალ შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საბოლოოდ დამტკიცდება მერობის კანდიდატი და ინფორმაცია საჯარო გახდება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები